მე რა მამღერებს,
უძირო ზეცა ზამბახის ფერი,
თუ მილხინს ვმღერი,
თუ ვსევდიანობ მაინცა ვმღერი.
მე რა მამღერებს,
ვარდების სუნთქვა ყაყაჩოს ფერი,
ალბათ სიმღერით თუ დამანათლეს
ჰოდა მეც ვმღერი...
ჩიტო-გვროტო, ჩიტო-მარგალიტო დააა...
ჩიტო-გვროტო, ჩიტო-მარგალიტო დააა...
ჩემი სიმღერა, ამ მზემ ამ ხალხმა,
ამ ზეცამ შობა, როცა ვმღერივარ,
შორიდან მათბობს ჩემი ბავშვობა.
როცა ვმღერივარ,
მე ჩემს მომავალს სიბერეს ვხედავ,
დაუკითხავად სულში შემოდის ფარული სევდა.
ჩიტო-გვროტო, ჩიტო-მარგალიტო დააა...
ჩიტო-გვროტო, ჩიტო-მარგალიტო დააა...
ჩემი სიმღერა, მთებმა მასწავლა ჩიტების სტვენამ.
ასე მგონია ამ სიმღერებით ავიდგი ენა.
როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი,
სიმღერით მოვკვდე რაღა ვინატრო ამაზე მეტი.
Как вам текст?
1 out of 5
2 out of 5
3 out of 5
4 out of 5
5 out of 5
Другие названия этого текста
Кикабидзе - Чито дрито -из Мимино (1) mimino - chito gvrito (0) Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1