გათენდა დილა ისევ მერამდენე ნაფიქრალი სადღაც აღმომიჩენია ჩემი ნატვრის თვალი ადრე ოცნება და ახლა გვერძე ჩემთან არი რაღა მინდა თითქოს აღარ დამრჩა სატკივარი გვერდში მეგობარი, საყვარელი ქალი, ანთებული თვალი მასში სიხარულის ნაპერწკალი არი წარმატება აკაკუნებს და გაუღეთ ვინმემ კარი დამიბრუნოს უნდა ვალი ჩემთან არი,ჩემთან არი ყველაფერი მაქვს რასაც ხედავ აქ ჩემია ხელს ვერ მოკიდებ ეს ჩემი განაჩენია ხომ ხედავ რომ ესე მარგუნეს, სხვები ვნახე დათრგუნეს დავბრუნდები,ოცნება მიკაკუნებს! და მერე ჩვენ ორივე გავაგრძელებთ წერას გადავხედავთ ყველა მწვერვლას დაპყრობილს და ამ სიმღერას ვუძღვნი მთას, ყველა მწერალს ყველა მეოცნების გზას, ოცნებისკენ დაძვრილ ხალხს ყველა თანამგზავრს, ალბათ გაწუხებენ ფიქრები ნეტავ თუ სად იქნები? ოცნება თუ არ გაფრინდა შენ ნუ შეუშინდები გპირდები იმას რომ არ სჭირდები და შენ თუ კი დაიჯერებ რომ მართლა გაფრინდები
განთიადი როგორც ოცნება, ეს ახალი მოძღვრება მასში ვნახე მე მერვე საოცრება ვიცი მთვარეც დამემოწმება, ყველა დამემოწმება ოცნებას ვინც ენდო ის გაოცდება (x2)
დილით ადრე სისხამს უკვე მერამდენე გარიჟრაჟს მერამდენე სისხმას არა რა დაათრობს ნაგიჟარს წახვედი ძვირფასო დარჩი მხოლოდ ლექსებად და ოცნებად შენს მაგივრად სპირტი მეალერსება ტკივილების გამოცვლას წარსულზე რომ მკოცნის მერე მზის სხივს ველი ამოსვლას შიგ შუბლში რომ მტყორცნის თითქოს დარდმა იტირა და თითქოს გამოიდარა და თუ ჩემთან ხარ ძვირფასო ხო მეტი არავინ არა სად სულ სიტკბოება მე არ გამიშვათ, იქ არა ვიცი კარგად გამიგებდა ჩემზე მთვრალი ნიკალა პოეზიას მომინდა რომ შუბლზე მაცხონ მირონი ვეზირს მაინც დამარქმევდა მეფე გალაკტიონი ეს ოცნების ქარებიც რომ ნირვანაში მამყოფებს ვერა და ვერ დამაშორა ჩემს აკაკის სამყოფელს რაღაც უცხო ძალღონითაც როცა გამოვიღვიძე თითქოს ერთად ვფიქრობდით მე და ნიშნიანიძე ტიციანის ჩურჩულმა თუ ლადოს სულის ღრიალმა ჩემს კალამს რომ დავხედე იქ რითმა ამაწრიალა მერე ცისფერ ყანწელებს რომ ავუციე ფიალა მაშინ ვიგრძენ სიმთვრალე იქვე გამატიალა ილიას ხმა მომესმა მყისვე ტანს დამიარა ყველას ეუბნებოდა მგონი პოეტი არა მგონი ვეამაყე და გრძნობას მომცა ხალასი თითქოს დაბრუნებულიყო ჩემი სატრფოც ლამაზი მეე ვიოცნებებდი კვლავ თავიდან მაგრამ ამოდის ნათდება შორით ხმა ფშავიდან მერამდენე სისხმას ისევ შემოვძახებ ხვალაც ფანტაზიას ან ოცნებას რა დაულევს ამ ჩემს უშნო კალამს
განთიადი როგორც ოცნება, ეს ახალი მოძღვრება მასში ვნახე მე მერვე საოცრება ვიცი მთვარეც დამემოწმება, ყველა დამემოწმება ოცნებას ვინც ენდო ის გაოცდება (x2)