მე თბილისის მოტრფიალე ვარ, იმის სახეს გულში ჩავიკრავ, თბილისის ლბილ მიწას ვენაცვალე, უბერებელ მტკვარს გავცქერი კვლავ. სულ არ მინდა ცხოვრების გზა ნაქარგი, ფიროსმანის შესანდობარს ვსვამ. ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე, მომიტევოს ჩემმა თბილისმა.
წლები გადის, გადავიღალე, თურმე თეთერი გამომერია; როგორც თბილისს ეგ სიბერე, ისე, იმის შვილსაც ვერ მომერია. სულ არ მინდა ცხოვრების გჰზა ნაქარგი, ფიროსმანის შესანდობარს ვსვამ. ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე, მომიტევოს ჩემმა თბილისმა.