წვეთები ერთურთს ენაცვლებიან
მათ შემოდგომა მოჰყავთ მინაზე
ცისფერ ფანჯარას ისევ ატყვია
შენი სუნთქვა და შენი სინაზე
ჭადარი კვლავ დგას ჩაფიქრებული
გადაღლილ ფოთლებს აფენს მიწაზე
და ყვითელ ფოთლებს ისევ ათრთოლებთ
შენი სუნთქვა და შენი სინაზე
იყო რხევა ლიანების ღეროთა
საამური აზიზი და ამო
ზღვასთან იდგა გოგონა და ტიროდა
დაკარგული სიყვარულის გამო
ახლა ფიფქები ყვებიან ზღაპრებს
გადაათეთრეს მათ არემარე
ნეტავი როდის გადაიზამთრებს
და გათენდება წყეული ღამე
იყო რხევა ლიანების ღეროთა
საამური აზიზი და ამო
ზღვასთან იდგა გოგონა და ტიროდა
დაკარგული სიყვარულის გამო
იყო რხევა ლიანების ღეროთა
საამური აზიზი და ამო
მაგრამ ზღვასთან აღარავინ არ იდგა
არც ტიროდა სიყვარულის გამო
ვია-75 еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1