შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები ვაჟები ლოცავენ შენს სავალ შარა-გზას
რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას რომ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას მაგ დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს
აწი დე მერიდე არ შემხვდე მზექალო ვაჟი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით შევცდები შეგტაცებ პერანგის საყელოს მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით
და როგორც ყაჩაღი არწივთა საბუდარს წავალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.