"ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,"
"ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!"
"დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით."
"ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!"
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
"ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე."
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა,
"კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა..."
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თან+
aluda qetelauri еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 3