როგორ მინდოდა რომ გამეგო ყოველი არსი დედამიწისა ცით ტრიალი წყაროთა დენა ადამიანთა გამრავლება ვარსკვლავებივით გაზაფხულიდან ცივ ზამთარში ფიფქებს ცვენა
მოწმენდილ ცაზე მზის ნათელი ღრუბლებში მეხი სადარის სიო გრიგალი და სახლების ნგრევა ნეტავ თუ მართლა სადმე არის მაღალი ღმერთი როგორ აცდუნა გველმა ვაშლით ლამაზი ევა
როგორ მოვიდა სიყვარული საამოდ ჩემში თუ სამუდამოდ განშორება ეწერა ასე სულ არ ველოდი სიძულვილსა მოვიდა თვისით მოვიდა დარჩა და ჩამძახა გინდაო ასე ...