ომია! ტყვიები ზუზუნით მოჰქრიან. ყველაზე სათნო, გულჩვილი, მოწყალე კაცი, დამსგავსებია თოფიანს. ომია! ტანკები გრუხუნით მიდი-მოდიან. უწვერო ბიჭები სახლიდან გადიან უკან კი ვეღარ მოდიან. ომია! დაცხრილულ კაცს თავს ძმაკაცი დასდგომია. ამ წუთას ფეთქავდა, ამ წუთას სუნთქავდა, თავი სიზმარში ჰგონია. ..შეწყვიტეთ! X4 ომია! ომი ხომ სიკვდილის სადგომია. დიდსა თუ პატარას, ქალსა და მამაკაცს თვალებში სიკვდილი ჩასდგომია. ომია! უნდა იცოდეთ რომ მაგ ჯუნგლის კანონია. და ვინც მას ადგენს სავარძელში ზის და ეს დემოკრატია ჰგონია. ..შეწყვიტეთ! …