ტექსტი : ტარიელ ხალხელაური
მუსიკა: თეონა ქუმსიაშვილი
შენ ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო – ავდრიანაო.
ძლივს აჩენილო ღიმილო,
ღიმილო – დარდიანაო.
შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე...
რომ ვფიქრობ, აგრეც არაო...
ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ.
მეც შენთან მაბრიალაო.
მე თუ არ მეტრფის – დაიწვას
თვალები – ნაღვლიანაო.
შენ, ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო – ავდრიანაო.
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1