ტექსტი : ტარიელ ხალხელაური მუსიკა: თეონა ქუმსიაშვილი
შენ ჩემო დიდო ტკივილო, დილაო – ავდრიანაო. ძლივს აჩენილო ღიმილო, ღიმილო – დარდიანაო. შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე... რომ ვფიქრობ, აგრეც არაო... ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ. მეც შენთან მაბრიალაო. მე თუ არ მეტრფის – დაიწვას თვალები – ნაღვლიანაო. შენ, ჩემო დიდო ტკივილო, დილაო – ავდრიანაო.