მტერო გამეცალ შენი გზით, ნუ მაცდევინებ ძალასა, თორო გავიღებ ხაფიდან, ხელით თავ-ფხიან ხმალასა, უკან სისხლითვე ავიღებ, სისხლით წაღებულ ღალასა, სულ ღილებს შუა ჩაგიხსნი, ჩაგრეხილ ხერხემალასა. არ დამჭირდება მაშველი, არც შავთხოვ ბერხენ ხარასა, ამ ფოლადის მგლით გადავჭამ, შენი ფოცხვრების ფარასა!