მზე უშენოდ აღარ ათბობს ქვეყანას, მეც ამ გულში ყვავილები მეყარა, ცამ საწვიმრად შავ ღრუბლები შეყარა, როგორ გავძლო?! - თავს განებებ ვეღარა. სულში წვიმს, ცა ჩამოიქცა ერთფერად, ავდრის სურნელს შენც უქნიხარ ჩემფერად, მივტირი წამს, წუთს თუ საათს - ისევ შენზე, ნისლი წვება ცაბაურთის მთების წვერზე. გლოვის ექოს მაძლევს მთები ნისლებით, გული კვდება შენზე ნაზი ფიქრებით, ოდესმე ხომ მაინც ერთად ვიქნებით, არასდროს დამავიწყდები, გპირდები!