ო, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, უმწეო ხალხის ხოცვა-წამება. შანდალში შავი სანთელი ქრება, ვამპირთა პრინცი მზის შუქზე კვდება. წმინდა სანთელი აინთო ქარში. სატანას სული მიცურავს ზღვაში. საფლავზე ისევ აღდგება ჯვარი, ილუზიები მთავრდება ღამის. შაბაშის ღამე მთავრდება მალე და ქალაქიც დაწყნარდება ხვალე. შავ-ბნელ ქუჩებში უცხო ხმები ქრება, ის წვიმიანი ღამეც უეცრად წყდება. წყდება ჰა... და სიზმარიც მთავრდება, ღამის ილუზიები სიზმრად გვევლინება. ნეტავ მალე გათენდეს, ეს რა მესიზმრება, თუ თვალებს არ გაახელ, აღარ დამთავრდება ეს ღამე...