მის: მე ძირს ხალხს ვხედავ, ზევით კი ცას, მე ღმერთის მესმის, არ ვუსმენ სხვას, ბევრს ვიცნობ, ღამე უსმენენ ხმებს, და ღმერთს ფარულში უხრიან ქედს.
მეშინია, შიშით ვყვები, მე მგონი ვკვდები, მესმის, როგორ მიზიდავენ უფსკრულისკენ ხმები, მე კი ვხვდები, რატომ, რისთვის არ მეჯერა სხვისი, მეშინოდა, არ მოვიდეს აპოკალიფსი. დიდი არაფერი მოხდა, ღამეს ნისლი მოჰყვა, ნისლი, მთვარე, ბნელი ღამე, ყველა ერთად მოკვდა, და რა მოხდა, როცა მახსენდება, სისხლი წვეთავს გულში,
ღმერთო ჩემო, ეს რა იყო, ეს რა ვნახე გუშინ! რაღაც უნდა მომხდარიყო, ღამე ისე ბნელდებოდა, ბერდებოდა ნელა მთვარე, დილა აღარ თენდებოდა, ბეზრდებოდათ ყველას ღამე, ყვიროდნენ -მალე!
დიდო ღმერთო მოგვხედე, მოგვაშორე მთვარე. მაგრამ ღამე ისევ ნისლში გახვეულიყო შემზარავად, თავად მთვარეს არ აწუხებს ის, რომ ხალხი გახდა ავად, ეპიდემია მოვიდა ბნელ ღამის სახით,
გავრცელდა ქარი, ქალაქი გაივსო ავით. ღამით დაფარული ქალაქები, სოფლები, შემზარავი შფოთვები, ტირილები, ლოცვები, სულთა ცოცვები,თან გამყინავი ხმა, რწმენა თუ ნაკლები გაქვს, გახდი ქაჯთა ყმა.
გაუყვება ქაჯთა გზას, თან წაიღებს ავს, ყველაფერზე პასუხს აგებს, თავს აჩუქებს ხრამს, დიდ ქვას სქელი ჯაჭვით გამოიბამს ფეხზე, არასდროს არ გავიგო, ცუდი რომ სთქვათ ღმერთზე.
მომაკვდავი მოკვდება, გეზს აიღებს ღვთისკენ, რაც კი ცუდი რამე შექმნა, ყველა ცოდვა მისკენ, და ის ღვთისკენ პირს იბრუნებს მაშინ ქარში, თუ სიკეთე მეტია ღვთის სასწორის ჯამში.
ყველამ უნდა შეასრულოს ცხოვრებაში ეს წესი, სულ ერთია ვინ იქნება, "Dogstreet"-ი თუ "ექსცესი", ღმერთი არის ერთადერთი და იწამე მისი, არ დაუშვა სხვისი აპოკალიფსი.
მის...
საათმა სამჯერ ჩამოკრა ბნელში, სულებმა იწყეს სიმღერა ხმებში, ძვლებში გამჯდარი დაუნდობელი ავი ქარი, მას სიმართლე გააქრობს, როგორც ცეცხლზე წყალი.
და ამის ფასი არა, არ არის მოკვდავი, ღმერთო მომკალი, მე რატომ ვარ ცოცხალი! მიდი, მოკალი, ავი ხომ ძაან ბევრია, ღმერთია ყველაფერი და ის ერთადერთია.
სანამ სულ ყველა არ მიხვდა, ღამე რატომ გრძელდებოდა, ბერდებოდნენ, თან ღამეც აღარ თენდებოდა, ყველა მიხვდა, ბნელმა გრეხმა მოიყვანა ეს ღამე, ნისლი, მთვარე, ბნელი ღამე, მორჩება მალე.
მოინანია სულ ყველამ ცოდვა, დაივიწყეს ხოცვა, ყველამ ერთად განაახლა ლოცვა, სულთა ცოცვა ბნელ ქალაქში შეწყდა, როგორც სეტყვა, ღამე ისევ დილად იქცა, ეს მინდოდა მეთქვა.