ბნელეთში წმინდა სანთელი ჩაქრა. ჩაქრა, მაგრამ რწმენა არ გაქრა. სანთელზე ისევ აღდგება ცეცხლი და ეს იქნება მისია ღმერთის.
სადღაც ცხოვრობდა ერთი ბობოლა, აღარ იცოდა, როგორ ეღორა. მის გვერდზე ერთი ღარიბი კაცი შველას ითხოვდა, როცა კვდებოდა. კვდებოდა, შიმშილით ფეხზე ვერ დგებოდა, ბობოლა კი ღორივით ძღებოდა. ღმერთის რწმენა აღარ აქვს გულში, წმინდანობა გადაცვალა ფულში და ეშმაკი ჰყავს უკვე სულში. ღარიბი კვდება, ნათელში ხვდება და მისი სული ღმერთს ევლინება. ჩადგა ქარი და გავიდა ხანი, ისევ წმინდაა საფლავზე ჯვარი. შენ გახდი ჯოჯოხეთის მონა!