Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Forte - თბილისის მზეს (Солнце Тбилиси) | Текст песни

ვინ გამიქარვებს დარდს, შემოდგომის მზე დნება.
ცის წამწამებს ეფარება და ახალ სიყვარულს ემალება.
ვინ გამინათებს გზებს, მტკვარი ცრემლივით შრება.
მაგრამ თუ გული ძგერს, უნდა გაექცე ბედს
თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებ მზეს,
თბილისის მზეს.

მისამღერი:
და როგორც თოლია გაყვები მტკვარს,
არ მოგაცილებ თვალს,
ჩემსავით ვინ გეტყვის სხვა,
რომ ისევ მიყვარხარ,
ზეცაში მიდიან ნაცნობი ქუჩები,
ბაღებში ისევ ბულბული სტვენს,
თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებ მზეს,
თბილისის მზეს.

ვინ გამითენებს დღეს, ძველი ქალაქი ქრება,
მაგრამ თუ გული ძგერს, უნდა გაექცე ბევრს,
თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებ მზეს,
თბილისის მზეს.

მისამღერი

ცხადი ხარ თუ მოჩვენება, ახალი ოცნებით ვიმშვიდებ სულს,
დამიკარგე მოსვენება. კვლავ შენთან სიცოცხლე მსურს
და ძველი ნაღველი თოვლივით ქრება

მისამღერი

თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებ მზეს,
თბილისის მზეს.

Forte еще тексты


Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1
Видео
Нет видео
-