ქვეყნად არავის არ ძალუძს ის
რომ ზურგი აქციოს საჭირო ფიქრს
გული არ დაგწყდეს თუ არ ხარ სადაც გინდა იქ.
არაფერი აიღო სხვის
წყობაც კი შენი გაქვს თმის
თუ ჯანმრთელს ბნელში იპოვნი ფიქრს
არ დაიშურო ჩახლეჩვა ხმის.
ქარი თუ მიწას მტვერს აცლის
დრო საკმარისზე მეტს გვაცლის
უკან მოხედვაღირს კი
თუ ღამეს შეცვლი დღით.
კიდევ დავწერ ათას ლექს
ვიმღერებ მე სხვებზე ბევრს
სულ ცოტას თუ მომისმენ
მისამღერს იტყვი შენ.
წყალი თუ ხავსისგან გარეცხავს ქვას
წვიმა თუ ბალახს ჩამობანს ტანს
მე მელოდიას გავყვები წყნარს
რითმები მუდამ თანა მყავს.
დაღლილი მიმინო თუ ასვენებს ფრთებს
კუ ნელა მაინც გაივლის გზებს
უმიზნოდ როდის ჩაივლის დღე
შენც გამომყევი ასეა ეს.
შორს, ძალიან შორს
ვიღაცა ვიღაცას სიყვარულს სთხოვს
თან ის მწარედ გრძნობს რომ სიძულვილს სცნობს
ვთხოვ, სულ ყველას ვთხოვ რომ
გამატაროს იქ,
სადაც ვიცი რომ არასდროს ჩემთვის
არ ჩერდება დრო X2
Frani еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1