Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Fula - მზის ბნელი მხარე | Текст песни

ნოემბრის აჩრდილები,
სახე შეცვლილი ქუჩების მსგავსად
სახე ეცვალა მარტის ამინდებს.
ჩანს მომავალი - უბრალოდ არსად,
რომ დილა ღამით სიკვდილს აპირებს..
როგორც ნოემბერს,წვიმა თავისას აკეთებს
ისიც გაყინა..სიცივე
კვლავ ველოდები დილას მარტისას
მინდა იმედი სხვასაც რომ მივცე..
თებერვლის თოვას,ბოლო თვის ზამთრის
მოღრუბლულ ცაზე აქვს ბინა სევდას..
გავხდი ავტორი - უაზრო ზღაპრის,
და როგორც გიჟი მზის,ვარქმევ მედდას
მკურნავს ივლისის სიცხით..
და აღმოცენდეს ფიქრებში დარი,
მაშორებს შენგან უარი..
მის იქით,სადაც დაკეტეს წარსულის კარი.
აქ ფოთოლცვენა ოქტომბრის თვეში
როგორც უწლიან დროის მომავალს,
მე ვეძებ იმას რაც კი ჩემ დღეში
არ უნახავს ჩემს გამოსავალს ვით გაზაფხული,
როგორც აპრილი ისე შევიგრძენი შენი სურნელი.
გესმის?

და როცა მივხვდი - აღარ ღირს ძილი,
დაცარიელდა ფიქრების არე,
ცხოვრება გახდა მუდმივი ჩრდილი,
ხელოვნება კი - მზის ბნელი მხარე.

არ დავივიწყე წლები განვლილი
და დრო შევცვალე.
მუდამ უცვლელი დეკემბრის ქარი ანგრევს ბუნებას
და მივუყვები მომავალ ქარებს.
გარემო ჩემი იწყებს მწუხარებას,
ვერ ვხედავ მგზავრებს..
(ივნის ოცნება?) ოცნებას ფრთები
და გასაფრენად საჭირო ნება ლამობს სიცოცხლეს,
ვგრძნობ შვებას,დადგა აგვისტო
წყდება ზაფხული და დასასრული მოდის დროებით,
ვარ ასახული და აღსასრული და მუდამ დარდი განმარტოებით,
იანვრის შიში,სიახლის დროში და ახლებური ხედვა ახლის,
ვარ ცარიელი იმ ხალხთა ბრბოში და გაზაფხული ერთი წამის..
დადგა სექტემბრის ყვითელი დილა..
ზამთრამდე რჩება დიდი მანძილი,
დრომ თავისი არსი რომ გაამხილა
და შეამცირა ჩემი განვლილი
სახე შეცვლილი ქუჩების მსგავსად
ჩანს მომავალი - უბრალოდ არსად..

და როცა მივხვდი - აღარ ღირს ძილი,
დაცარიელდა ფიქრების არე,
ცხოვრება გახდა მუდმივი ჩრდილი,
ხელოვნება კი - მზის ბნელი მხარე.

Fula еще тексты


Видео
Нет видео
-
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1