მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვიფასო სული მევსება თოვლით
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები
ოჰ!ასეთია ჩემი ცხოვრება
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები
ძვირფასო!ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა
მწუხარე გრძნობა ქროლის,მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა
თოვს!ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაგალული სიზმრით დამთოვა
როგორმე ზამთარ
Galaktioni еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1