გაზაფხულის წვიმა მინდა მე აპრილის თქეში, გვირილის და მზის შეხვედრა ატმის სამყოფელში . შენს ნაწნავში ბზის ჩატნევა და დამალვა ქვევრში, მზეზე თბილი კოცნა მინდა ღიმილის კუთხეში.
სიცოცხლეზე მეტად მიყვარს შენი მზის ქვეშ ყოფნა... მინდა შენთვის ზვრების გაშლა და სიცოცხლე ვაზის . დაბრუნებულ წისქვილს უსწრებს შენით გულის შფოთვა და სიკვდილი მირჩევნია შენთან გაყრას ამ გზით შატილის ცის ვარსკვლავები არეკლილი თვალში, ჩარგლის ფერდზე შემოდგომა, მოლოდინი ზამთრის . მიყვარს შენი ტკბილი სუნი, ფოთიალი თმაში ... სავსე მთვარის სიყვითლე და მოლოდინი ავდრის.