ამ ქვეყნად ერთი პატარა, ჯერ საბავშვო ბაღშიც კი არ დადის... თუმცა-ღა არის ჯერ მხოლოდ თოხიტარა, მაგრამ ბევრ ცელქობას სჩადის:
ხახვს, ნიორს და წიწაკასაც კი მიირთმევს; თან ისე ჩასუქდა, რომ თითქოს გორავს; თუმცა ლაპარაკშიც ჯერ-ჯერობით წელს ითრევს, მაგრამ მაინც უკვე ყველას ჭორავს!
მაგასთან მარტო დარჩენა - მტრისას! ეს ხომ მართლაც რომ ჯოჯოხეთია... ხელს თუ გაიშვერს რამეზე და იტყვის: „ისა“! უარზე ფიქრიც კი ზედმეტია.
ამ ბოლო დროს მას გაუჩნდა ერთი მავნე ჩვევა: სასუფრე ჭურჭლით გაუტკბა თამაში; კარგი - თუ მიუსწარი, სანამ „როლებში“ შევა... თან სიამოვნებას ხედავს ამაში!
ო, ანა! ჩე-ჩე-ჩე-ჩემო გოგონა! ყოფას თუ გვიტირებდი - მეგონა?! ნუთუ მოვა ის ხანა, ჩე-ჩემთვის ედემისთანა, როცა დაგვასვრნებ - ო, ანა! შეგვიწყალე, ჩემო ურჩო გოგონავ, ცოტა დაგვასვენე, ანა!
ბევრ პატარას აქვს მსგავსი ნაკვთები - ეს ალბათ იციან მშობლებმა ყველამ თუ პატარას რამ უნდა - ვერას გახდები: უნდა და „აბა რა ქნას პეპელამ“?
მაგრამ მე მჯერა, რომ ბავშვის მავნე ქცევებს უნდა საჭირო აღზრდა - თავისი სკოლა და საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ ანანოს მავნე ჩვევებს შეურიგებელს ვუცხადებ მე ბრძოლას!
ო, ანა! ჩე-ჩე-ჩე-ჩემო გოგონა! ყოფას თუ გვიტირებდი - მეგონა?! ნუთუ მოვა ის ხანა, ჩე-ჩემთვის ედემისთანა, როცა დაგვასვრნებ - ო, ანა!
შეგვიწყალე, ცელქო და ურჩო გოგონავ, ცოტა დაგვასვენე, ანა!