Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

George Tarkhan-Mouravi - AnA (Original) | Текст песни

AnA - Анна - ანანოს
Author: George Tarkhan-Mouravi
Dedicated to Ana Tarkhan-Mouravi
Melody-1988, Arrangement-2015
Poems-1988, Lyric-1990
Copyright © 2015 by George Tarkhan-Mouravi
Георгий Тархан-Моурави
გიორგი თარხან-მოურავი

Text:

ცხოვრობს ამ ქვეყნად ერთი პატარა,
ჯერ საბავშვო ბაღშიც კი არ დადის...
თუმცა-ღა არის ჯერ მხოლოდ თოხიტარა,
მაგრამ ბევრ ცელქობას სჩადის:

ხახვს, ნიორს და წიწაკასაც კი მიირთმევს;
თან ისე ჩასუქდა, რომ თითქოს გორავს;
თუმცა ლაპარაკშიც ჯერ-ჯერობით წელს ითრევს,
მაგრამ მაინც უკვე ყველას ჭორავს!

მაგასთან მარტო დარჩენა - მტრისას!
ეს ხომ მართლაც რომ ჯოჯოხეთია...
ხელს თუ გაიშვერს რამეზე და იტყვის: „ისა“!
უარზე ფიქრიც კი ზედმეტია.

ამ ბოლო დროს მას გაუჩნდა ერთი მავნე ჩვევა:
სასუფრე ჭურჭლით გაუტკბა თამაში;
კარგი - თუ მიუსწარი, სანამ „როლებში“ შევა...
თან სიამოვნებას ხედავს ამაში!

ო, ანა!
ჩე-ჩე-ჩე-ჩემო გოგონა!
ყოფას თუ გვიტირებდი - მეგონა?!
ნუთუ მოვა
ის ხანა,
ჩე-ჩემთვის ედემისთანა,
როცა დაგვასვრნებ - ო, ანა!
შეგვიწყალე, ჩემო ურჩო გოგონავ,
ცოტა დაგვასვენე, ანა!

ბევრ პატარას აქვს მსგავსი ნაკვთები -
ეს ალბათ იციან მშობლებმა ყველამ
თუ პატარას რამ უნდა - ვერას გახდები:
უნდა და „აბა რა ქნას პეპელამ“?

მაგრამ მე მჯერა, რომ ბავშვის მავნე ქცევებს
უნდა საჭირო აღზრდა - თავისი სკოლა
და საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ ანანოს მავნე ჩვევებს
შეურიგებელს ვუცხადებ მე ბრძოლას!

ო, ანა!
ჩე-ჩე-ჩე-ჩემო გოგონა!
ყოფას თუ გვიტირებდი - მეგონა?!
ნუთუ მოვა
ის ხანა,
ჩე-ჩემთვის ედემისთანა,
როცა დაგვასვრნებ - ო, ანა!

შეგვიწყალე, ცელქო და ურჩო გოგონავ,
ცოტა დაგვასვენე, ანა!

George Tarkhan-Mouravi еще тексты


Другие названия этого текста
  • George Tarkhan-Mouravi - AnA (HipHop BTNY) (0)
  • George Tarkhan-Mouravi - AnA (African Jazz) (0)
  • George Tarkhan-Mouravi - AnA (Alternative Rock) (0)
  • George Tarkhan-Mouravi - AnA (Original) (0)
  • George Tarkhan-Mouravi - AnA (Acoustic) (0)
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1
Видео
Нет видео
-