ზურა სალუქვაძე - როცა შენგან წავალ
აი იმ დღეს როცა შენგან წავალ,
აი იმ დღეს როცა გეტყვი მორჩა
დავამთავროთ ყველაფერი, ვითომ
არც ყოფილა არაფერი რომ ვთქვათ….
დავივიწყოთ ყველაფერი ისე
გაზაფხულზე რომ გვაწვიმდა მაშინ,
არაფერი აღარ მითხრა შენზე,
არაფერი… თუ მიპოვნი სხვაში.
აი იმ დღეს როცა მოვალ შენთან,
უჩემობით დატვირთული ფიქრით,
შორს წასული თუ მოვყევი სიზმრებს,
გადაბრუნდი მიპასუხე დილით…
აი იმ დღეს როცა გახვალ გარეთ
და იგრძნობ რომ არ მოგყვება მზერა,
თავს გააქნევ, გაუყვები გზას და
ერთი წამით გამომხედავ მჯერა.
მაგრამ მე იქ არ ვიქნები არა,
ყველაფერი ჩაბარდება წარსულს,
გავაყოლოთ, გავაყოლოთ თვალი,
ამ ყველაფერს უკვე გაღმა გასულს…
აი იმ დღეს როცა უკვე სხვები,
მოგაბყრობენ ყურადღების თვალებს
გაიხსენებ იყო ერთი ბიჭი
ხელის გულზე გატარებდა ასე.
გაიხსენე ყველაფერი გულით,
სევდიანი არ გაბედო ფიქრი,
ამ ცხოვრებას დაახვედრე მუშტი,
რადგან იგი არ ჩერდება მიჰქრის….
მე გამცალდა სიყვარულის სითბო,
მაპატიე დამეღვენთა გრძნობა,
აი ისე როგორც სანთელს ცეცხლი
არ ინდობს და სულს უმოკლეს დნობა...
აი ახლა როცა უკვე შორს ვარ,
ყველა გრძნობა თითქმის დაშანთული,
ყველაფერი მოგიყევი ლექსად,
აი ასე მეწვებოდა გული.
და მოვირგე მე წარსულის როლი,
აწმყო ახლაც სისხლძარღვებში მერთვის,
ერთხელ მაინც დაგეკარგე უნდა
რომ შეგეგრძნო ვინ ვიყავი შენთვის.
აი ამ დღეს, მე წავედი შენგან,
აი ამ დღეს, მე გითხარი მორჩა,
დავამთავრე ყველაფერი… ვითომ,
არც ყოფილა არაფერი რომ ვთქვათ…
GEORGI еще тексты
Другие названия этого текста
- ზურა სალუქვაძე - როცა შენგან წავალ (0)
- GEORGI - ROCA SHENGAN CAVAL (0)
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1