მტერო გამეცალ შენი გზით,
ნუ მაცდევინებ ძალასა,
თორო გავიღებ ხაფიდან,
ხელით თავ-ფხიან ხმალასა,
უკან სისხლითვე ავიღებ,
სისხლით წაღებულ ღალასა,
სულ ღილებს შუა ჩაგიხსნი,
ჩაგრეხილ ხერხემალასა.
არ დამჭირდება მაშველი,
არც შავთხოვ ბერხენ ხარასა,
ამ ფოლადის მგლით გადავჭამ,
შენი ფოცხვრების ფარასა!
uploaded: id6688775
Другие названия этого текста
- Georgian Folk Music - Mtero (1)
- Debi Gogochurebi - Mtero (0)
- Грузинская Debi Gogochurebi - Mtero (0)
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1