მინდა ლექსად ჩაგეძიო მთვარეო,
იქნებ რას ვგრძნობ, იქნებ დარდშიც მეცილო,
იქნებ შენზე გულნატკენი მე ვარ და
იქნებ სიყვარულშიც შემომეცილო.
მთვარევ ჩემო ფიქრთა მესაიდუმლევ,
მთვარევ გულზე სევდა დარდის დინებავ,
იქნებ ღმერთმა ერთი ბედი გვარგუნა,
ჩემი ცრემლი იქნებ გულს გედინება.
გრძნობად დაგღვრი, ცისკრის ვარსკვლავს შეგტოვებ,
შენი დარდი მზის სხივებმა წაიღოს,
ნუ ამოხვალ ღამე წყვდიადს შეტოვე,
იქნებ შენი ფასი მერე გაიგოს...
მინდა ლექსად ჩაგეძიო მთვარეო..
Giorgi Basilashvili еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 2