я как ветер пройдусь по Грузии
დავბადებულვარ საქართველოში
ღმერთმა მარგუნა დარი მზიანი
თუმცა მთავარი ჩემთვის ის არის
რომ ჩემი ერი არს ქრისტიანი
ერთგულება და ღვთის სიყვარული
რწმენა იმედი აზრები სრული
მაშინ ბოროტი ვერას დაგვაკლებს
თუკი გვექნება ქართული სული
მის: ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს
მივალ იქ სადაც უფლის სახლია
მუხლს მოვიდრეკ და ღმერთს შევღაღადებ
მოჰმადლე ჩემს ერს ის რაც აკლია
დავითისა და თამარის ერი
ძალას მოიკრებს არ დაკნინდება
ღვთიურ სიყვარულს მოაფრქვევს ირგვლივ
მწამს საქართველო კვლავ გაბრწყინდება
Giorgi Datiashvili еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1