ტირი, უჩემოდ ტირი, ნანობ, უჩემოდ ნანობ, ვერ გიმკურნალებ ტკივილს ჩემი ტკივილის გამო. 2 x მე გაგიხუნე ფერი, ცრემლი გიქციე წყაროდ, ვერ შეგაშველე ხელი _ ვერ გაგიფრთხილდი ქალო . 2x გასვლა შენგანაც მინდა, გავალ ღრუბლების ზემოთ, მზე მე გიქციე ბინდად, მე დაგაღამე ჩემო. ისევ გარიდებ თვალებს, წარბებს ქვემოდან გიმზერ, ვერ დაგისვენე მთვარე მკერდთან შებნეულ ღილზე. 2x ტირი, უჩემოდ ტირი, ნანობ, უჩემოდ ნანობ, ვერ გიმკურნალებ ტკივილს ჩემი ტკივილის გამო. 2 x