აყვავებულა არაგვზე დეკა, ნისლი მიცურავს მთა - მთა, სევდა მასწავლე ფშავლის ასულო, ემაგ თაფლისფერ თვალთა. ციხეგორობას სტუმრად მოგივალ არ მაკოცება ნეტა? შენთან ღრეობა მწადიან ქალო, ყოფნა მწადიან შენთან. ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს რაისად სთელავ კენტად, მოდი, ვიქნები შენი წაწალი, მთები დავლახოთ ერთად. და თუ შენს გამო ფშავლის ასულო შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე, ნეტა მანახა როგორ მიტირებ გლოვის სევდიან ხმაზე.
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1