Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Keti doreuli - Askili | Текст песни

ჭალაში ცეცხლივით ანთია ასკილი -
მიბინდავს მზერასა,
მე შენს სიყვარულზე ათასაგზის აცრილი,
ვავადობ ხელახლა...
ჩვენს შორის ჩამდგარან წლები და ჭორები,
პატარა წყენაცა...
ჩემი ლექსების და სიზმრების რაინდი
აქამდე შენა ხარ...
გავთელე წლები და დეკემბრის არაგვი
ფეხდაფეხ გავტოპე,
უშენოდ არ მინდა ამ ქვეყნად არავინ,
ზეიმობ... მაჯობე...
მე მეტი მერგუნა ტკივილი, ცრემლებიც
ალმასთა სხივითა,
ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად
კალმახის ჟინითა...
ხანდახან გნახავ და რითმებს ვწნავ დილამდე,
ლექსებით ვხმიანობ...
შენს პერანგს შემწყდარი სადაფის ღილივით
ბუჩქებში ვკიაფობ...
მთის წვერებს საავდრო ნისლები თქორავენ,
ხვალ-ზეგ თოვლს გთავაზობ...
მე შენს სიყვარულზე ათასგზის აცრილი,
კვლავ და კვლავ ვავადობ....

Keti doreuli еще тексты


Видео
  • KETI DOREULI ASKILI KETI DOREULI ASKILI
    ტექსტი -- მარიამ ხუცურაული. მუსიკა -- თეონა ქუმსიაშვილი. შესრულება -- ქეთი დორეული.
  • askili askili
    askili. giorgi merabishvili. SubscribeSubscribedUnsubscribe 5 ... თამთა ბიწაძე - ასკილი ❤ Tamta Biwadze - Askili ...
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1