გული ყველაფერს ვეღარ დაიტევს, გული დარჩენას გთხოვს, შენ ყველა ქალი გადამავიწყე, სულში ფიქრებით თოვს. მონატრებიხარ ფიქრებს, მომნატრებიხარ მე, მინდა გიმღერო საოცნებოვ შენ.
როგორ არ გითხრა ადრე რაც იყო, როცა დაგხატე მზე, დაგინახე და რაღაც დაიწყო, გზად შენზე ფიქრი მდევს, ეს გაზაფხულის წვიმა, ვიცი გისველებს თმებს, ვერ მოვერიე უშენობას ვერ.
სადა ხარ? შენზე ფიქრებში დამთენებია, გაიგე ჩემო უშენოდ არ შემძლებია, ნეტავ ეს წლები უშენოდ საით მიდიან, რამდენჯერ მინდა გაკოცო არ დამითვლია. ნეტავ, რა უნდა გეთქვა? ანდა, სადა ხარ სად? ქარებს მოვყავარ შენთან, არ მინდა სხვა.
თავზე დაღლილი ფიქრებით დამთენებია, ეს მონატრების უძილო ღამეებია, ნეტავ ეს წლები უშენოდ საით მიდიან? რამდენჯერ მინდა გაკოცო არ