სიყვარულო, ვინ რა იცის, რა ხარო,
უხილავი სატკივარი, ბრმა ხარო,
დამიღამდა, გული რითღა ვახარო,
ისღა დამარჩა, თავი ქვაზედ ვახალო.
ეთიმ გურჯი - ბინ დამწყევლა
__
გამიფრინდა, ვიზედაც რომ ვხარობდი,
მთელ სიცოცხლეს იმისათვის ვწვალობდი,
იმის გამო მთელ ქვეყანას ვყვარობდი,
აღარა ჩანს, ვისზედაც რომ ვგალობდი.
ვის სწამს ღმერთი, რომელს შევებრალები
შველას ვითხოვ, ტანჯვის მახეს გავები,
დამიბნელდა მთვარე და ვარსკვლავები,
გზა მიჩვენეთ, აღარ მიჭრის თვალები.
ვინ დამწყევლა, ვისი წყევლა ამიხდა,
იეთიმს ცრემლი მეგობარი გამიხდა,
სიმი გაწყდა, მე ჩონგური წამიხდა,
ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად გამიხდა.
ლ. წურწუმია/ Lela Curcumia еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 3