ვერცხლი თასადამც მაქცია, რო ღვინით აგევსებოდე, დაფერილი მქნა წითლადა, შამვმევდი, შაგერგებოდე, ანა მქნა ვერცხლი სათითე, რო ხელზე ჩაგეგებოდე, ანა მქნა ოქროს ბურთვაი, კალთაში ჩაგეშლებოდე. ან ვერცხლის ფულად მაქცია, ჯიბეში ჩაგეყრებოდე. ან შენი ნამგლის ყანა მქნა, რო ფხაზე შაგეჭრებოდე, ანა მქნა ვარდი ყოილი, რო პირზე დაგეყრებოდე, ანა მქნა მოის პერანგი, რო გულზე დაგადნებოდე! ან შენი ნანდაური მქნა, გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი, ძალიან დაწუხებული გზაზედაც შაგეყრებოდი, ან შენი ძმა მქნა მოწილე, აროდის გაგეყრებოდი.