ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა, ხულო შუახევ ქედიდანა, დედო დვრინით დამემღერა, დიდიგოროზი მთები თანა, მთები! – ვისთვის თვალსეირი, ვისთვის ჯავრი შიგნიდანა, თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ, ლურჯს იცვამდნენ თანდათანა, კლდის კატარში მზე ყვაოდა, კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა, გვანცას ლოცვებს ვაზის სული, გორით-გორზე გადეყვანა, ვარჯანისთან, ნაჯვარისთან, დაჯვარული მთები წვანან, მთებში ჩუმად დაქვითინებს, ჩემი დიდი ნენეს ნანა, დერდებს გულში ვიბექსნიდი, აჭარელი ვიყავ განა!
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1