ტექსტი -- ბესიკი
რა გული დავაგდე შენად სარებლად,
მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით!
ვიცი, დღენი მისხენ შენად სარებლად,
მისთვის თავს შეგსწირავ მითამ არებით!
როს ვარდი მიშალე და მანდარია,
მით მოჰკალ ბულბული და მან დარია;
კვლავ ჩემი სალბუნი დამანდარია;
ნუთუ მწყლავ, ნუ განმაგდებ მითამარებით!
ან არ მნახო მრხეო დაიარედა,
ვინ უწყალოდ იგი დაიარედა!
შენთვის მკვდარს ყარიბზედ დაიარედა,
ნუთუ მწყლავ ნუ განმაგდებ მითამ არებით!
მე იგივე ვარ, ოდეს ამარეს არა,
არ იდრიდი მთენთა ამარეს არა.
აწ არღა მომხედე ამარეს არა,
მე იგივე ვარ მითამ არებით!
ან არ მნახო მრხეო დაიარედა,
მით უწყალოდ იგი დაიარედა!
შენთვის მკვდარს ყარიბზედ დაიარედა,
ნუთუ მწყლავ ნუ განმაგდებ მითამ არებით!
მე იგივე ვარ, ოდეს
Manana Menabde მანანა მენაბდე еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1