Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Marika Thelidze da Soso Toloraia - Kvekana Airia | Текст песни

ქვეყანა აირია აირია აირია აირია........
გოგონა ოთახში ღამეს ათევდა, სუსხი და სიცივე კი მას ოცნებას ართმევდა გულში რაც ჰქონდა წმინდა, თან ქუჩაში მთელი ღამე წვიმდა
ხოლო პეპი გრძელი წინდა, გარბის სახლიდან...

მარიკა თხელიძე:

წავიდეთ, წავიდეთ ერთად ვიაროთ წამზომი ჩართულია ეს დრო გადავიაროთ წამო მომეცი ხელი, ერთად ყოფნა ხომ არ არის ძნელი
თუ წელი გავიდა ძველი, ვიწყებთ ახლიდან

მშიერი მტრედები ოცნებას იხსნიან, ფიქრები სიმღერის განწყობას მიქმნიან
მიქრიან დღეები სწრაფად მიქრიან გვტანჯავს ყოველი
თბილისის უბნები ჩემთვის იცინიან ჩემი დარდი მათ ხომ კარგად იციან
სევდას გულში სიხარულით მიცვლიან სითბოს მოველი

მარიკა თხელიძე :

ხალხია ქუჩაში ახალი სახლები, ფერები რეკლამის და ჭრელაჭრულა დახლები ამშვენებს ქალაქს და მე გულით ეს სიმღერა დამაქვს
ამის მეტი აბა რა მაქვს, ლერწმის ღერი ვარ

სოსო თოლორაია:

სიმღერის გარეშე ალბათ გავქრები, რადგან სიმღერაა მუდამ ჩემი თანმხლები ის მიცვლის პურს და კარაქს, მისით ხომ ეს ცხოვრება დამაქვს გამაქვს
მჯერა დამიფასებთ ამაგს და მეც ვმღერივარ

ჩვენია ჩვენი ქალაქი ჩვენიია, ღარიბიც, მშიერიც ჩვენი სარჩენია
აბა სხვა ამ ქვეყნად რა დაგვრჩენია ზღვართან მივედით
ქუჩაში გამოსვლის ჩვენ არ გვრცხვენია, ბედით ხომ ლამაზი ფრთიანი ცხენია
სანამ ტყეს ფოთლები არ გასცვენია ვცხოვრობთ იმედით

ქვეყანა აირია აირია აირია აირია.. ქვეყანა აირია მთავარი შაირია ქუჩაში ხმაურია ქალაქმა აურია ჭაობში გაზრდილი მე ლერწმის ღერი ვარ
სიტყვა მაქვს სათქმელი გამიღეთ სარკმელი..
ქვეყანა აირია ფულები დაიტაცეს .... აირია სტუდია გაიტანეს
ვიძახი ყველაფერს რასაც კი განვიცდი
ხურდასაც დაგიყრი ხელს თუ კი გამიწვდი..
.
ჩვენია ჩვენი ქალაქი ჩვენიია, ღარიბიც, მშიერიც ჩვენი სარჩენია
აბა სხვა ამ ქვეყნად რა დაგვრჩენია ზღვართან მივედით
ქუჩაში გამოსვლის ჩვენ არ გვრცხვენია, ბედით ხომ ლამაზი ფრთიანი ცხენია
სანამ ტყეს ფოთლები არ გასცვენია ვცხოვრობთ იმედით........


Marika Thelidze da Soso Toloraia еще тексты


Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1
Видео
Нет видео
-