Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Master - Ise mchirdebi | Текст песни

ბედმა სად არ მატარა,
რა დიდი ყოფილა გასავლელი გზა და თან რა პატარა...
შეცდომებმა, მაინც არ გამახარა,
მეგობარო გაიხსენე იქნებ იღბალმა რამე დაგაბარა...
სიგარეტს არ ვეწევი, „მარა“ ვიცი რას ნიშნავს შეჩვევა შენზე.
თითქოს შენი სხეული გადამეფარა და არ ჩამძირა ოკეანის ფსკერზე
მე, რომ მენატრა ერთი სურვილი ალბათ,
ჩავიფიქრებდი, რომ სულ იყო კარგად.
სულ ვეძებთ, სულს ვეძებთ და სულ გვაქვს ბარგად
და მერე სულ რატომ ვკარგავთ?

მისამღერი: ისე მჭირდები, ისე (X4)

ისე მჭირდები, როგორც წყალი უდაბნოში
როგორც ღატაკს 2 გროში,
როგორც ჯარი სამეფოში,
როგორც თბილი ტანსაცმელი დეკემბრის თოვლში
ისე მჭირდები, როგორც ცას ფერი ლურჯი,
როგორც ნიკო ფიროსმანს ფუნჯი,
როგორც ტაოს არტანუჯი,
ან და როგორც ფერეიდანს გურჯი.
ისე მჭირდები, როგორც ცეცხლს ნაპერწკალი,
როგორც ჩაის 1 ჭიქა წყალი,
როგორც წისქვილს აღმოსავლეთის ქარი,
როგორც ხელოვნებას სალვადორ დალი.
ისე მჭირდები, როგორც სამყაროს ალიონი,
როგორც საქართველოს კავკასიონი,
როგორც პოეზიას გალაქტიონი,
როგორც ღამის თბილისს ლამპიონი.

Master еще тексты


Видео
Нет видео
-
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 2