ყვავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე… რომ მითხარი მოვალო... ჭირიმე, რატომ დაიგვიანე?! შენთვის დაკრეფილი მაქვს ნარნარი ყვავილები… მინდა გულზე დაგაკრა, ვით ლამაზი ღილები… აი, რატომ დაგეძებ?! რისთვის დავიარები?! ან რატომ მენატრება შენი შავი თვალები…
მე მიყურე მხოლოდ მე. მაკმარე რაც მაწამე. ჩემო სულის კოკორო, შენს თვალებს ვენაცვალე!
სიცოცხლე მინდა გახსენით კარი, სიცოცხლე მინდა არა ვარ მკვდარი, იცოდეთ მინდა - გაზაფხული ვარ! და სადღაც დუმს მთები და სადღაც ნისლია ვერ გადვურჩები! მე რომ გაფრენა არ შემიძლია...