ბევრს ვეწევი ძალიან, თითქმის კოლოფნახევარს, ღამ-ღამობით მახველებს, უძილობაც დამჩემდა. სულ ნერვების ბრალია, რომ ლექსების დახევას საზეიმოდ ვაპირებ, ჩემი სახლის ფანჯრებთან. შევიძულე სტუმრობა, მეგობრული გარემო, ეს ტყუილი გრძნობები ცარიელი ქალების. `დამავიწყდა ხუმრობა ჩემო, ჩემიანებო!~ და მიხურვა დავიწყე ყველას ცხვირწინ კარების. მარტოობა კარგია _ შენ რომ ხარ და კიდევ შენ, ეგოიზმს რომ გაცდები და იმაზე მეტი ხარ. სიყვარული დარგია ესთეტიკის კიდეში, შენ ამ მეცნიერების წაკითხული გვერდი ხარ. ტყუილებით გავსებენ, შენ ყველასთან რიდით ხარ. ყველა ზურგი დამშვენდა იდეების ხურჯინით. ხედავ მათთან მსგავსებას, მათ ფეხებზე ჰკიდიხარ, ტილოს დაგატარებე+