შოპენის ქარმა ააფრიალა ოთახის ფარდა,
ვიღაც დუმს და დუმილი სიმართლეს მალავს,
შენი ტუჩების ბალიშებს წვიმა-წვეთები აგიჟებს,
შენი სიტყვების ნამსხვრევებს
ქარი ურგებს გამვლელებს.
ქუჩაში გესმის უკრავენ ტანგოს,
უცნობი ბიჭი გოგონას ართობს,
ხმაური ავსებს ცარიელ ქუჩებს,
მირბიან ღამე, ბოლო არ უჩანს.
ხელებს იბანენ ტოტები ცაში, მალერი ელავს ნოტების ქარში,
მბჟუტავ ლამპიონს - ოცნების დალაქს...
მე ვიცვამ პალტოს (პალტოს?), ჰო,
და ვამცნობ ქალაქს,
რომ ცეკვით დავივლი პატარა ქუჩებს,
სიმღერებს ვეტყვი პატარა ხიდებს,
რომ გაგვიხსენონ ისეთი, როგორიც ვართ დღეს. x2
MGZAVREBI еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1