მოაშორე მაკიაჟი სახეს , პლიუს რაც გაცვია .. მივხვდები რად ღირხარ შენ.. სიმშვიდისფერ თვალებს დღეს შენი აღარ ჰქვია, შენ უკვე აღარ ხარ შენ.. მოაშორე მაკიაჟი სახეს პლიუს, რაც გაცვია.. გეტყვი რად ღირხარ შენ.. სიმშვიდისფერ თვალებს დღეს შენი უკვე აღარ ჰქვია, შენ უკვე აღარ ხარ შენ... - ვიხსნი ყურსასმენებს, მოვუსმენ ოქტომბრის ნიავს .. მშვიდად ვარ როცა ვიცი, რომ საბანში გახვეულს ძინავს.. აქ სანამ დეკემბერი მოვა და სუნთქვებს გაყინავს, მანამდე დავმეგობრდებით მე და შემოდგომის წვიმა.. სულის ერთი შებერვით გავათბობ ხელებს, ასანთის ღერებს დავაწყობ და მიყოლებით ავაჟღერებ... ჩვენი ოთახის კედლებისთვისაც შევარჩევ ფერებს, არ დავწერ ბგერებს ვიცი მაინც არ იმღერებს,. . რადგან მას უკვე სხვა გოგო ქვია; არ გააჩნია თვისება რის გამოც შევიყვარე.. ტელეფონს არ პასუხობს, არადა იძინებს გვიან.. ალბათ დაავიწყდა მარტო ყოფნისას, რომ შევიფარე... ის გავდა შემოდგომის ფოთოლცვენის შრიალს ,მაშინ უფრო ფერადს ვიდრე გაზაფხულის პეიზაჟი... მუდამ ერთად ორმაგი სუნთქვებით წამში, მჩუქნიდა ჩახუტებას ღრმა ნაპასებისგან დაცლილს .. ჩემს სამოსს ასდის ნიკოტინის სურნელი.. შანელი მას ფეხის თითამდე ასხია... ალბათ მის თვალში მეც გამოვდივარ სულელი, რადგან ტატუ არსად მახატია. . მითხარი რა აზრი აქვს ყოფნას თუ ბოლოს მაინც წახვალ და მე დავრჩები მარტო... მითხარი რა აზრი აქვს ყოფნას თუ ბოლოს მაინც წახვალ, უბრალოდ მითხარი მე... მას უყვარს ყოფნა ყურადღების ცენტრში, საღამოს ექვსის მერეც არ ჭამს;ფიგურას აჩენს სურათებში... ევასება ყავა შაქართან ერთი-ერთში , მაღალი რეიტინგი აქვს ფეისბუქის მეგობრებში... იცმევს იმას, რაც მოდაშია.. განა უყვარს.,, შეცვალა სხვა გარემომ ,სხვა სამეგობრომ და ქუჩამ... აიფონ ხუთი პლიუს ვერსაჩიუს ქუდი ,ქვედა გახვრეტილი ტუჩი.. მოკლედ ყველაფერი ფუჭი ჩემთვის... იღებს ტაბლეტებს, ისერავს ვენებს, ვერ ახელს თვალებს.. არავის არ იკარებს,, ჩაკეტავს ოთახის კარებს... მეათე კლასიდან კი მშობლები უხდიან ვალებს.. ვარაუდით ვიძინებ, რომ თავს არაფერს დაუშავებს, ის აღარც შემოდგომის ფოთოლცვენის შრიალს გავდა; აღარც პოეზიას მიკითხავდა როგორც ადრე და მეც მასზე მეტად ,მარტოობა შემიყვარდა.. ბოლო ჩახუტებით ღიმილიდან-ტირილამდე... მოაშორე მაკიაჟი სახეს, პლიუს რაც გაცვია .. მივხვდები რად ღირხარ შენ.. სიმშვიდისფერ თვალებს დღეს შენი აღარ ჰქვია, შენ უკვე აღარ ხარ შენ.. მოაშორე მაკიაჟი სახეს პლიუს, რაც გაცვია.. გეტყვი რად ღირხარ შენ. . სიმშვიდისფერ თვალებს დღეს შენი უკვე აღარ ჰქვია, შენ უკვე აღარ ხარ შენ...