თოვს ჩემს ქუჩაზე თოვა, ახლაც ვსაუბრობ ნათქვამს, თეთრი ნისლებიც მოვა, იშლის სხივისფერ ნაწნავს, პირი არ უჩანს გრძნობებს, ერთხელ მოგპარავ მზერას, დიდი სურნელი მოგსდევს, რთული გრძნობების მძევალს... მის: 2{ირწევა ჩვენი ხმები, ლოდინს მე ძნელად ვხვდები, ისევ შენს გვერდით ვდგები, ისევ შენ მეყვარები... 4ჯერ {ჰარალე და ჰარულალო
ისევ სიმღერით კვდომა, ალბათ თვალების ფასად... შენი ღიმილიც თოვდა, ვივლით არავის მსგავსად... თოვს ჩემს ქუჩაზე თოვა, ახლაც ვსაუბრობ ნათქვამს, თეთრი ნისლებიც მოვა, იშლის სხივისფერ ნაწნავს... მის: 2{ირწევა ჩვენი ხმები, ლოდინს მე ძნელად ვხვდები, ისევ შენს გვერდით ვდგები, ისევ შენ მეყვარები... 8ჯერ {ჰარალე და ჰარულალო