ლირიკა:
Vers 1.
ეს ქალაქია შენთვის მზის და ვარდების
თუ გარანტირებული გაქვს, რომ არასდროს დავარდები
თუ ტკბები მხოლოდ ნარიყალას ხედებით და არ გწყენს
და მეტეხიდან ვერ ხედავ მთვრალი ტიპი არწყევს.
თუ კი არასოდეს გაგივლია ღამით ვაგზალს
რომ უნდა შეიკრა იქ სუნთქვა არ გიტოვებს სხვა გზას
და სუნი ჰაერის, რომელიც წარმოადგენს ნაზავს
შიდსის, პახმელიის და დამპალი ხორცის მასას.
თუ არ იცი გამოდის, რომ არ იცნობ ამ ქალაქს
თუ მდინარე მტკვარი რამდენ საიდუმლოს მალავს
შარდის სუნი ყველა კედელზე და ბუჩქებში
გაიტანეთ ნაგვის ყუთი სანაგვეა ქუჩები.
ქუჩებში ისევ ნარკომანი ხალხის ნახვით
ბავშვები დადიან ტაბლეტებით თაობა ნიანგის სახით
ქუჩებში ასეა და მთავრობა კი ისევ რაღაც უჯრებში
იქექება, ვითომ რამეს ცვლის.
მისამღერი:
ვეცადე მისი ყველა ხედი, რომ გადამეშალა
თუ შენც ხედავ, რომ შენს ქალაქს არა აქვს ძალა
(თუ კი გესმის)
თუ შეატყვე, რომ მას ძალა, გამოეცალა
თქვი ჩქარა, ძილი კმარა, იფხიზლე ძილი კმარა. (2X)
Vers 2.
წინ გადადგმული ნაბიჯების რაოდენობა ნოლია
უბრალოდ გაცვლილი აქ როლები თუ როლია
ამას წინ კი გავიგე, პრეზიდენტი მყოლია
მართალია ვერ ვიცანი, მაგრამ მაინც ხომ მყოლია.
ხოდა ვინც ხართ მანდ, დაგავიწყდათ აქ
წასვლა წინააღმდეგ ხალხის, რომ არ ღირს
და თუ არ იქნებით, იქ სადაც დაგვჭირდები (ჩვენ)
მაშინ დაინგრევა ოცნებები გპირდები.
რომ გიხატავ მე ამ სურათს, მე ჩემებურად
მე არ მახარებს სულაც, უბრალოდ რო არ თქმულა
უნდა ითქვას, უნდა ვთქვა, უნდა თქვა შენც
უნდა იდგას ხალხი, რას ვამბობ სხვას მეტს?
აქ ისევ მოდაშია ქაჯობა
მარათონი არ ჩერდება თემაშია თუ ვინ ვის აჯობა
ყველა ვაჭრობდა მერე ერთმანეთს ახრჩობდა
გესალმება ეს არის ჩემი ქალაქი გამარჯობა.
მისამღერი:
ვეცადე მისი ყველა ხედი, რომ გადამეშალა
თუ შენც ხედავ, რომ შენს ქალაქს არა აქვს ძალა
(თუ კი გესმის)
თუ შეატყვე, რომ მას ძალა, გამოეცალა
თქვი ჩქარა, ძილი კმარა, იფხიზლე ძილი კმარა. (2X)
Ol' Boy еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 2