ლაპარაკობდნენ ხეები ძილშიც. ტოტებში ქარი წიოდა მწარედ და დაბერებულ კედლების ჩრდილში კაცივით იდგა დაღლილი მთვარე. ბნელში ბრწყინავდა ძველი ნათურა, ვით უმნიშვნელო ნატეხი მთვარის და უსასრულო ფიქრში გართული ათასში ერთხელ ბრწყინავდა მტკვარიც. ბრწყინავდა რკინაც,ცივი და ბასრი, და კიდევ რაღაც ბრწყინავდა იქვე და როგორც დენთით გატენილ კასრებს, მოაგორებდნენ ჩრდილები ფიქრებს. და საიდუმლო,როგორც სერობა, ტრამვაის ხაზი წყდებოდა უცებ, ხოლო საათი მძიმე შენობას კოპივით ეჯდა გაცრეცილ შუბლზე. 2. ასეთი იყო ქუჩა იმ ღამით, მნიშვნელოვანი ხდებოდა ჩქამიც კედლის თუ კიბის,ხისა თუ თხრილის და იდგა სუნი წამლის და კვამლის. და იმ ქუჩაზე ავლილს თუ ჩავლილს იპყრობდა შიში და უნებურად ფეხს უჩქარებდა.ბ