მითხარ რად ხარ მოწყენილი, რამ დაგაღონა ვინ გატკინა ეგრე გული, ჩემო გოგონა? ვინ გადინა ეგ ცრემლები, ვინ აგატირა ჩემო კარგო შენი წყენა ვინ დააპირა?
მის: შენ იყავი ჩიტუნია, მე კი - ვერხვის რტო ჩემს ფოთლებში შენთვის ბინა მინდა ვიპოვნო, დაიბუდე, რომ არავინ აღარ გატიროს და ცრემლების ნაკადული არვინ გადინოს.
მაშ იფრინე და იჭიკჭიკე, გაშალე ფრეთები, მეც გალობით მოხიბლული შენი ვიქნები შენი ვიქნები...