Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Pajo - Mogoneba(Mamis Xsovnas) | Текст песни

გამეფანტა აზრები და ვხედავ ვიძირები, არ ვიცი, ვინ ვიყავი, მაგრამ ვიცი, ვინ ვიქნები! შენგან დატოვებულ ნაკვალევს არ წავშლი! ხორციელად გაქრი, მაგრამ ჩემს გულში დარჩი... (2x) წლები გადის, ასაკი მემატება... ხან კარგი, ხანაც ცუდი მემართება, რას ემსგავსება ჩემი ცხოვრება, მე ვერ ვხვდები? ნაადრევად ვბერდები, ალბათ მალე შეგხვდები... თორმეტი წელი შენს დაკარგვას ვეგუები. რასაც ვგრძნობ, რასაც ვფიქრობ ვერავის ვერ ვეუბნები. დედის თვალზე ისევ მომდგარი ცრემლი, გულს მტკენს, მაგრამ ვერაფერს ვშვრები... მხოლოდ მოგონება დაგვრჩა ვინც გვეგონა ჩვენიანი შენს დაკარგვასთან ერთად ყველა გაქრა, გაგვეფანტა... მხოლოდ ერთმანეთის იმედი-ღა დაგვრჩა, ნეტავ, სხვა რა-ღა ვთქვა? ფიქრებს ვერ ვიშორებ, ნერვებს ვერ ვიოკებ! შენს იმედებს მაინც გავამართლებ, მოვინდომებ! თუკი რამით მაინც შევიმსუბუქებ ამ ტკივილს დედას ჩემი უსიტყვოდ ესმის, ისევ ტირის... გამეფანტა აზრები და ვხედავ ვიძირები, არ ვიცი, ვინ ვიყავი, მაგრამ ვიცი, ვინ ვიქნები! შენგან დატოვებულ ნაკვალევს არ წავშლი! ხორციელად გაქრი, მაგრამ ჩემს გულში დარჩი... (2x) მერამდენე ღამეს ვათევ ფიქრში... ჩემი წარმოსახვით, სირად გხედავ ძილში... ხან მეფერები, ხან მარიგებ რამეს მიშლი, ხანაც ჩემს ასაკს ითვლი... ვერასდროს გაიგებ, ბედისწერა რას გვიმზადებს, საბედისწერო შემთხვევამ გაგვყარა ერთმანეთს... იმ ღამეს წვიმდა, მაგრად შემცივდა, ვერ გავაცნობიერე, მარჯვენა ტოტი მომიტყდა... მაშინ ვერაფერს ვერ ვხვდებოდი... ვიზრდებოდი, თან ვგრძნობდი, როგორ მჭირდებოდი... შვებას - ფიქრებში ვპოულობდი... ფურცლებზე კი - საკუთარ თავს გავურბოდი... სტრიქონებს ვეღარ უძლებს კალამი. ჩემთვის შენი არსებობა იყო მთავარი. ასე გავა მრავალი წელი, ერთმანეთს მაინც შევხვდებით! ამ დღეს ველი... გამეფანტა აზრები და ვხედავ ვიძირები, არ ვიცი, ვინ ვიყავი, მაგრამ ვიცი, ვინ ვიქნები! შენგან დატოვებულ ნაკვალევს არ წავშლი! ხორციელად გაქრი, მაგრამ ჩემს გულში დარჩი... (2x) გული არ მემორჩილება, ზოგი ცხოვრების კიბეს მიჰყვება, ზოგს ფეხი გვიცდება, მაგრამ ვერ დაინახავ ვინმრე როდის, როგორ ან სად ჩავარდება... რამდენჯერ უნდა დაგვანახოს ცხოვრებამ ტკვივილი? არ მჩვევია ჩივილი, მაინც ვიღიმი! ჰეეეიიი... პატიოსნად ვარ გაზრდილი! კარგი მამის შვილი! გამეფანტა აზრები და ვხედავ ვიძირები, არ ვიცი, ვინ ვიყავი, მაგრამ ვიცი, ვინ ვიქნები! შენგან დატოვებულ ნაკვალევს არ წავშლი! ხორციელად გაქრი, მაგრამ ჩემს გულში დარჩი... (4x)

Pajo еще тексты


Видео
Нет видео
-
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 2