(ჩვენში ხომ ყველა მომაკვდავია… არვინ არ არის ჩვენში უკვდავი, ყველა მოვკვდებით და ჩვენს ქვის საფლავს არ ეყოლება არვინ მზრუნავი…)
შავმა სიკვდილმა მეც მომაკითხა, თურმე მქონია მე მისი ვალი. ცივი ღიმილით ხელი ჩამკიდა და წინ გამიღო სამოთხის კარი. მე არ ვტირივარ, ნურც თქვენ იტირებთ, ჩვენს ცხოვრებაში გვეყოფა ნანახი ცრემლი, იმან იტიროს ვინც ისე მოკვდა, რომ ვერ დაუტოვა ხალხს ვერაფერი. მე თქვენ გიტოვებთ რაც მე გამაჩნდა, რაზეც ვფიქრობდი და ვოცნებობდი. მე თქვენ გიტოვებთ რაც მე მიყვარდა, რაზეც უძილო ღამეს ვმღეროდი. ღამე ქალაქში ბავშვს თუ არ ძინავს, გვერდზე უჯდება მშობელი დედა, ნაზი ტკბილი ხმით ზღაპარს უკითხავს, თვალებს უკოცნის და თავს ეხვევა. ..მე იავნანას მიმღერის მთვარე, ცივი ნიავი – ზღაპარ+