აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა-მთა.
|: დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა :|
ციხეგორობას მე სტუმრად მოვალ,
არ გეოცები ნეტა?
|: შენთან ალერსი მწადიან ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან :|
და მერე თუნდაც ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე,
|: ნეტა ვიცოდე როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზე :|
მაღალ ბილიკებს, მთებსა და ჯიუხვებს
რაისთვის სთელავ ნეტავ,
|: მოდი ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად :|
აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
|: დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა :|
( Po WhoYou ) ♥ გიორგი ჩიტაური еще тексты
Другие названия этого текста
- ( Po WhoYou ) ♥ გიორგი ჩიტაური - აყვავებულა არაგვზე დეკა — Расцвела на Арагве набережная (1)
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1