მე ამოვედი შენს სავანეში
და გულმა შენი აქ ყოფნა იგრძნო
წახვედი ღმერთთან
მაგრამ დატოვე
მთების კალთებზე შენი ხმის სითბო.
აქ ყველაფერი შენს ჰანგზე მღერის
ზეცაც კი შენებრ იღიმის თითქოს
მინდვრის ყვავილებს კვლავ შერჩენიათ
სილაღე მძაფრად შენში რომ იყო.
აქ ყველაფერში შენი ხსოვნა დუღს
შენს სურნელებას აფრქვევს ასკილი
ღამით ცის თაღზე შენს მზერას ვიჭერ
სათნოა წმინდა ძლიერ ფაქიზი.
შენ არავიში განმეორდები
იყავი ერთი როგორც სამშობლო
ახლა მთის ნაცვლად სამოთხე გიტევს
ღვთიური მადლით გაბრწყინებულო.
Qetevan Vardiashvili da Qeta Wiklauri еще тексты
Оценка текста
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 3