Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Soso Mikeladze - Mariami | Текст песни


დღეები ღამეებს ისე მიეწებნენ,
ვით მტკვარი, არაგვი და მონასტერი,
და ჩემი თვალებიც შენ ისე გეძებენ,
ვით წყაროს ანკარას – მგზავრი მონაბერი.

შენი სიყვარული თითქოს მდინარეა,
ხან უხვი, ხანაც – სისხლივით მჩქეფარე.
შენს სილამაზესთან სხვები ვინ არიან?!
სულს ათრობს ჩუმად და გულსაც იფარებს.

ქართულ ქედებზე ნეტარი დარია,
არწივთა ირაოს ფიქრიც ვერ ეხება.
მე შენ მიყვარხარ, ქალავ მარიამ,
აუხდენელო წამო და ზმანებავ!

როს განმეშორები ჩემს გულში ნამყოფი –
იქვე გადიფრქვევი დარდის ღვიარებად.
ეს მიჯნა იქნება სამყაროსგამყოფი –
ვით ლოცვა პირველი და ზიარება.

მონატრებისაგან თავბრუ დაგეხვევა,
თუმცა აზრს დაკარგავს სიტყვაც და სათქმელიც,
სულის მყუდროება ისე დაგერღვევა,
რომ მოლოდინებში იტირებს სანთელი!

ქართულ ქედებზე ნეტარი დარია
არწივთა ირაოს ფიქრიც ვერ ეხება.
მე შენ მიყვარხარ, ქალავ მარიამ,
აუხდენელო წამო და ზმანებავ!

Soso Mikeladze еще тексты


Другие названия этого текста
  • Soso Mikeladze - Mariami (0)
  • სოსო მიქელაძე - ქალაო მარიამ (0)
Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1
Видео
  • Mariami - Soso Mikeladze - მარიამი Mariami - Soso Mikeladze - მარიამი
    Мариам (дословный перевод автора) Дни привязались к ночам, Словно Кура, Арагви и монастырь, И мои глаза тебя ищут, Как путник ...
  • მე შენ მიყვარხარ, ქალავ მარიამ - Soso Mikeladze (კითხულობს ავტორი) მე შენ მიყვარხარ, ქალავ მარიამ - Soso Mikeladze (კითხულობს ავტორი)
    მე შენ მიყვარხარ, ქალავ მარიამ - Soso Mikeladze (კითხულობს ავტორი) ... Great Wall - ჩინეთის დიდი კედელი - Mariam - Soso Mikeladze ...
  • Soso Mikeladze - მე და შენ Soso Mikeladze - მე და შენ
    Mix - Soso Mikeladze - მე და შენby YouTube ... Dreamy Kid & Mariam Cxovrebashvili - სამნი, მე ...