Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Sulo - Chemi Cxovreba | Текст песни

მას ერქვა დაკარგული შვილი, არეულ დღეების კანონებით
განსჯილი უფერულ თვეების ღირსეული მონა,
სამყაროს მსხვერპლი და გაჭირვება ნანახი,
რომელსაც ებრძოდა გარშემო ყველა...
თითქოს გაზაფხულის ბავშვობაში დაჩაგრული უაზრო რიცხვებში დაკარგული
ოჯახის სითბოს მოკლებული, მას ერქვა ამ ყველაფრის დასასრული.
მაგალითად: ლამაზი ოცნებების, ნანახი სიზმრების,
ისმოდა სონეტები, უსულო რიცხვების.
ენატრებოდა დედა, დედა რომელიც არც ჰყავდა ნანახი,
მძიმე წუთებს ხევდა...
შეღებილი კადრებით, ჩამოსასხმელი არყებით სიგარეტის პაჩკებით...
თვალებში ემჩნეოდა ზიზღი კაცობრიობის,
რომელიც ღვთის ტანჯვას დღემდე იზღვის.
მისი დღეები ფიქრებს ჰგავდა.
მძიმედ და ჩქარა მიქროდა მისი სხეული მალავდა მეორე სახეს,
მეორე ღიმილს, მის მეორე ტანჯვას, მის მეორე ტკივილს...
ისევ წერტილებით დაისერა სარკე, ნეტავ ამჯერად, შენ რა განიზრახე.
ეუბნებოდა ჩუმად, საკუთარ თავს, მაგრამ ეს დიალოგი არ გავდა საუბაარს...
ეს იყო სუნთქვა, გრძნობა ფიქრში. წარსულით მცხოვრები პიროვნება,
ამ უიმედო ჩრდილში. კიდევ ერთი ნაფაზი ოღონდ ღრმად უფრო,
საკუთარ თავთან, რამდენი გაქვს სასაუბრო...
ნეტავ ვინ ხარ, დაიცალა სასმელი,
გახსოვს მხოლოდ ბავშვობა და საკუთარი სახელი.
რამ გაგზარდა მკვლელი, რატომ მისდევ იმ წლებს,
რატომ გახრჩობს ბოღმა, რატომ გინდა მიჰყვე
გაცრეცილ დღეებს, ამ მტვრად გაფანტულ იარას,
დასწრების შიშით, გადატენილ იარაღს.
ატარებ მძიმე სულს, ღვთისგან ნაჩუქარ დიდ ტანჯვად,
მიიჩნევ სიყვარულს.
ყველაში ეძებ მკვლელს, ყველაში ხედავ გველს,
უღალატო სახე აქვს შენთვის მხოლოდ სასმელს...
შეხედე სარკეს ჰაა, რას ხედაავ, ნაბიჭვარო!
მკვლელი ჰყევხარ გარდაცვლილ დედას.
გაგაბოროტა სხვისმა ფულმა,
სხვის ძალაუფლებამ და არა მხოლოდ ბინძურმა სულმა.
ტყუილით ნაშენმა სახლებმა, ქალებმა, ლამაზმა მანქანებმა,
ძვირფასმა ზმანებმა. მოგონებებმა მარტოობამ მხოლოდ,
გამხმარმა პურმა და ძილმა, ქუჩის ბოლოს...
მაშინ ვშორდებოდი ყველა გრძნობას, ვეგუებოდი მარტოობას,
ამას ქვია ბავშვობაა. როცა შიმშილს ვებრძოდი, ჩემზე არ დარდობდნენ.
ვტიროდი ჩემ ხელებით, მშობლებთან ერთად თამაშობდნენ,
როცა მოფერება, ძალიან მინდოდა.
ყველა ხელს მკრავდა დიდი ზიზღით დამცინოდა.
არავინ ინდობდა პატარა ბავშვის სახეს, ნაბიჭვარო ცვლიდა,
მის ნამდვილ სახელს.
რამდენჯეერ სიკვდილი მინატრია,
აქ ძალაუფლება, ღმერთზე ძვირფასიაა.
ყველა მიილტვის არარსებულ დიდებისკენ,
ვცურავთ ურთიერთ-საწინააღმდეგო დინებისკეენ.
ვის აინტერესებს სხვას რა უჭირს. აქ ყველა გამოყენებას ცდილობს,
სიკეთე სიტყვაა მხოლოდ ფუჭი.
ვერავინ გამჩნევს, არავინ გისმენს, აქ ყველას ღმერთობა უნდა,
კაცობრიობაც ამას მისდევს.
აქ უზენაესი ფულია, და არა მხსნელი.
ბოლოს ხვდები, რომ შენ არ იბადები მკვლელი.
არამედ ხვდები, რომ აქ შიშია საკუთარ თავს, რა გასაკვირია:
სამართალ-დამცავიც თუ კლაავს. მშვიდობა სურთ,
დაამყარონ ომით, დამძიმდა სამყარო, ამდენ ცოდვით.
ეს რეალობაა, რაც არ უნდა მძიმე იყოს,
უნდა ეცადოთ ხალხისგან, ნივთებმა არ გაგვიყოს.
ეს ჰარმონიაა აქ ვართ ერთნი,
ჩვენ ხომ ყველას ის სისხლი გვიდუღს,
რომელთაც არ დაინდƮ

Sulo еще тексты


Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 1
Видео
Нет видео
-